ერევანი, 1 ოქტომბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ვიზიტი პოლონეთში დაიწყო, სადაც სომხეთი პირველად მონაწილეობს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
ფორუმის პრეზიდენტის, კატაჟინა პისარსკას ოფიციალური მისალმების შემდეგ, მინისტრ მირზოიანს შეხვედრა ჰქონდა ფორუმის დამფუძნებელთან, „კაზიმირ პულასკის“ ფონდის პრეზიდენტთან, ზბიგნევ პისარსკის.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, მათ შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმსა და სექტემბერში ერევანში ჩატარებულ „ერევნის დიალოგის“ საერთაშორისო ფორუმებს შორის. განხილული იყო სომხეთის და ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა და ამ მიმართულებით პოლონეთის პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები.