ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს

2 წუთი კითხვის

ერევანი, 16 სექტემბერი, არმენპრესი. თბილისში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა, რომელსაც გაფართოებული შეხვედრა მოჰყვა.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ირაკლი კობახიძემ მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების თანმიმდევრული განვითარების მნიშვნელობას ყველა სფეროში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მნიშვნელობა ენიჭება ვაჭრობა-ეკონომიკური თანამშრომლობის, ბიზნეს-კავშირების გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს სომხეთთან.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მოწმობს ორივე ქვეყნის მთავრობის ინტერესს, გააფართოვონ და გააძლიერონ მრავალმხრივი თანამშრომლობა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია სტრატეგიული თანამშრომლობით მეგობრულ საქართველოსთან და ხაზი გაუსვა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

მხარეები მზად არიან გააგრძელონ განხილვები ინფრასტრუქტურის განვითარების ერთობლივი პროექტების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების და ასევე დელიმიტაციის პროცესის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესებისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებასა და განმტკიცებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

 
 

 

 

ქართული العربية English Français Հայերեն Русский

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი