ერევანში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 10 სექტემბერი, არმენპრესი. ერევანში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ შიარტო ჩავიდა.
როგორც „არმენპრესი” იუწყება, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა „ზვართნოცის“ აეროპორტში.
აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ერევნის დიალოგის” ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „გლობალური გეოპოლიტიკა: კონკურენციიდან თანამშრომლობამდე“.
პეტერ სიიარტო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.