ერევანი, 6 აგვისტო, არმენპრესი. სომხეთი არ გეგმავს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ფარგლებში სექტემბრის დასაწყისში ყირგიზეთში გასამართ „თანამშრომლობა-2024“ სამეთაურო წვრთნებში.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა კუხო-ს პრესსამსახურმა, რომელიც ამატებს, რომ სამეთაურო წვრთნები ჩატარდება 3-15 სექტემბერს.
„სომხურმა მხარემ აცნობა, რომ წვრთნებში მონაწილეობას არ გეგმავს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ყაზახეთის ეროვნული გვარდია და რუსეთის ეროვნული გვარდია, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროები, ასევე კუხო-ს სამდივნო და გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნების დროს დამუშავდება დავალებები ახალი ტაქტიკური ტექნიკისა და საბრძოლო გამოცდილების დანერგვით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის რესპუბლიკა ასევე არ მიიღებს მონაწილეობას აგვისტოს 14-16 ნოვოსიბირსკში გასამართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) „კობალტ-2024“ წვრთნებში.