ერევანი, 16 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი 17-18 ივლისს მივლინებით გაემგზავრება საქართველოში (თბილისი), ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე საკითხის განსახილველად.
„არმენპრესის“ ცნობით, მივლინების შესახებ გადაწყვეტილება 16 ივლისს მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, რომელიც შვებულებაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ანაცვლებს.
გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სომხეთის რესპუბლიკის ელექტრონული მმართველობის ვებგვერდზე.