ერევანი, 9 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
თანამოსაუბრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება სახელმწიფოთაშორის დონეზე ადრე მიღწეული შეთანხმებების მიმართ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში შესაბამისი შემთხვევით შეხვდებიან.