სომხეთი 10 მილიონ ევროს მიიღებს ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან: უნგრეთმა მოხსნა აკრძალვა

1 წუთი კითხვის

ერევანი, 4 ივლისი, არმენპრესი. სომხეთი წელს პირველად 10 მილიონ ევროს მიიღებს ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან. უნგრეთმა მოხსნა ამ დახმარებაზე დადებული აკრძალვა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ იუწყება „აზატუტიუნი“ ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

იგივე წყაროების თანახმად, „კავშირის ყველა წევრი ქვეყანა მზად არის მწვანე შუქი მისცეს, და მოსალოდნელია, რომ პროექტი პირველად დამტკიცდება 17 ივლისს წევრი ქვეყნების ელჩების მიერ, ხოლო 22 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე“.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა ვეტო დაადო პროექტს, მოითხოვა, რომ აზერბაიჯანმაც მიიღოს დახმარება ევროკავშირის მშვიდობის ფონდიდან. „აზატუთიუნის“ წყაროების თანახმად, ბუდაპეშტის ეს წინადადება არ მიღებულა, მაგრამ ჩიხიდან გამოსვლის მიზნით არჩეული იქნა კომპრომისული ვარიანტი: ბაქოს ფული მიეწოდება არა ამ ფონდიდან, არამედ ცალკე, ნაღმების გაწმენდის სამუშაოებისთვის.

 
 

 

 

ქართული العربية فارسی Français Հայերեն Русский 中文

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას