ერევანი, 21 ივნისი, არმენპრესი. პალესტინის სახელმწიფოს სომხეთის მიერ აღიარების შემდეგ ისრაელში სომხეთის ელჩი არმან ჰაკობიანი ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. „არმენპრესის” გადმოცემით, ამის შესახებ განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი დაიბარა, რათა მას მკაცრი შენიშვნა გადაეცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნით ადრე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განცხადება გაავრცელა.