ერევანი, 14 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 15 ივნისს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება შვეიცარიის კონფედერაციის ნიდვალდენის კანტონში, სადაც „უკრაინის სამშვიდობო რეზოლუციის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ასევე გაემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები.