ერევანი, 12 ივნისი, არმენპრესი. სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ერთი თვის განმავლობაში მოაწეროს ხელი. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„დიახ, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ სამშვიდობო შეთანხმებას ერთი თვის განმავლობაში მოვაწეროთ ხელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ამ მომენტისთვის საკმაოდ მომწიფებულია და მისი დასრულება და ხელმოწერა შესაძლებელია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა გაიხსენა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო ერთგულია პრაღის შეთანხმებებისა და ალმა-ათას დეკლარაციის მიმართ.
„ეს პრინციპები ჩვენ ჩავწერეთ ბრიუსელის, პრაღის, სოჭის შეთანხმებებით“, - დასძინა ფაშინიანმა.