ერევანი, 9 აპრილი, არმენპრესი. ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მონაწილეობა მიიღო ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ დისკუსიაში. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ გრიგორიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დისკუსიის დროს წარმოვადგინე სომხეთის საგარეო პოლიტიკა, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება, 5 აპრილის გამართულ სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის შეხვედრის დეტალები და ვუპასუხე დამსწრეთა შეკითხვებს“, - დაწერა გრიგორიანმა.