ლევონ არონიანი აშშ-ის თასის მფლობელი გახდა
1 წუთი კითხვის

ერევანი, 21 მარტი, არმენპრესი. სომხეთის ვაჟთა საჭადრაკო ნაკრების ყოფილმა ლიდერმა ლევონ არონიანმა, რომელიც ახლა აშშ-ის დროშის ქვეშ ასპარეზობს, ამერიკის თასის გამარჯვებული გახდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ თასის ტურნირზე სუპერფინალში არონიანი უესლი სოს დაუპირისპირდა. არონიანმა 2,5-1,5 მოიგო.
„ძალიან ბედნიერი ვარ აშშ-ს თასის მოგებით. ძალიან დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა არონიანმა სოციალურ ქსელში.