ერევანი, 15 მარტი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მომავალ კვირას სომხეთს ეწვევა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა.
მანამდე ირაკლი კობახიძემ საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებს აშოტ სმბატიანს და ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები და პერსპექტივები.