ერევანი, 26 თებერვალი, არმენპრესი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროცესის განახლების შესახებ. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, უახლოეს დღეებში სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა იგეგმება“, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვის სიტყვებს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.