დსთ-ის სამიტი 10 ოქტომბერს დუშანბეში გაიმართება
1 წუთი კითხვის

დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი 10 ოქტომბერს დუშანბეში გაიმართება. როგორც „არმენპრესი“ „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა განაცხადა.
„ტაჯიკეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში დსთ-ში საბოლოო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები 10 ოქტომბერს დუშანბეში ჩატარდება. ეს არის დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი“, - განაცხადა ლებედევმა დუშანბეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დსთ-ის მთავრობის მეთაურების საბჭოს სხდომის შედეგებს ეძღვნებოდა.
მისი თქმით, სამიტს წინ უსწრებს დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრა.
გარდა ამისა, ლებედევმა აღნიშნა ტაჯიკეთის წარმატებული თავმჯდომარეობა დსთ-ში.
„მინდა აღვნიშნო ტაჯიკეთის წარმატებული თავმჯდომარეობა დსთ-ში, ქვეყნის ყველა სტრუქტურა აქტიურად იყო ჩართული თავმჯდომარეობის კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში მომზადდა“, - განაცხადა მან.
დსთ-ის მთავრობათა ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი.