ერევანი, 23 იანვარი, არმენპრესი. სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე შეთანხმება ამ დროისთვის არ არის.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ იყო წინადადებები ლიდერთა ახალი შეხვედრის მოწყობის შესახებ, ინიციატივა სხვადასხვა მხარემ გამოიჩინა.
„ამჟამად არ არსებობს შეთანხმება როგორც სახელმწიფოს მეთაურების, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.