ირანი მიესალმება სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“

1 წუთი კითხვის

ერევანი, 27 დეკემბერი, არმენპრესი. ირანი მიესალმება სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ერევანში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ირანი მხარს უჭერს სტაბილური მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედებას. ირანი ასევე მიესალმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ჩვენ მზად ვართ ვიყოთ თანმიმდევრული ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის“,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბდოლაჰიანმა დასძინა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში უცხო ძალების ჩარევის გარეშე უნდა დამყარდეს. მისი თქმით, ამ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მხოლოდ რეგიონალური გარანტიები შეძლებენ.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი