ლევონ არონიანმა არას ოზბილიზს დაუჭირა მხარი
1 წუთი კითხვის

ერევანი, 20 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის საჭადრაკო ნაკრების ყოფილმა ლიდერმა ლევონ არონიანმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს არას ოზბილიზს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და სხვა ძლიერ გუნდებში და დაამტკიცა თავი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი. იმედი მაქვს, რომ არას ოზბილიზს ამ გზაზე მხარს დაუჭერენ“,- „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ არონიანმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება. დასახელებულია ორი კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი და არას ოზბილიზი.