კათოლიკოსი არამ პირველმა მოუწოდა აშშ-ს მთავრობას მხარი დაუჭიროს მთიანი ყარაბაღის 100 ათას სომეხ ქრისტიან ლტოლვილს

2 წუთი კითხვის

ერევანი, 10 ნოემბერი, არმენპრესი. კილიკიის „დიადი სახლის“ საკათალიკოსოს კათალიკოსი არამ I კომგრესმენ ადამ შიფის მიწვევით აშშ-ს წარმომაფგენელთა პალატას ეწვია. მან შეხვედრები გამართა წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან მაიკ ჯონსონთან, ყოფილ სპიკერ ნენსი პელოსთან, მოუწოდა აშშ-ს ადმინისტრაციას მხარი დაუჭიროს მთიანი ყარაბაღის 100 ათას სომეხ ქრისტიან ლტოლვილს.

როგორც „არმენპრესი“იუწყება, კათოლიკოსმა არამ I-მა წარმომადგენელთა პალატის სხდომის წინ გახსნის ლოცვა წაიკითხა, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრები წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან მაიკ ჯონსონთან და კონგრესმენ ადამ შიფთან.

წარმომადგენელთა პალატაში კათოლიკოსმა არამ I-მა ლოცვით მიმართა ყოვლისშემძლეს, ღმერთს წყალობა და დახმარება სთხოვა 100 000-ზე მეტ სომეხ ლტოლვილს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მთიანი ყარაბაღი, მათი მრავალსაუკუნოვანი სამშობლო.

არამ I მიესალმა კონგრესმენმა ადამ შიფმა და ხაზი გაუსვა, რომ „მისი ურყევი ერთგულებარწმენის, საზოგადოებისა და თანაგრძნობისადმი განასახიერებს სომხური დიასპორის მაცოცხლებელ სულს“.

ამერიკის „ჰაი დატ“-ის კომიტეტი აღნიშნავს, რომ მის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე კათოლიკოსი არამ I ასევე შეხვდა დემოკრატ წევრებს კეტრინ კლარკს, ჯიმ კოსტას, ანა ეშუს, იანგ კიმს, ბარბარა ლის, ბრედ შერმანს და სხვებს. მას ასევე ცალკე შეხვედრა ჰქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯერი კარლთან.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский Türkçe

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე