სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი - სომხურ-ქართულ საგუშაგოზე სატვირთო მანქანების დაგროვება არ არის

1 წუთი კითხვის

ერევანი, 9 ნოემბერი, არმენპრესი. მედიით გავრცელებული ინფორმაცია სომხეთ-საქართველოს საზღვრის საგუშაგოზე 600-მდე სატვირთო მანქანის დაგროვების შესახებ რეალობას არ შეესაბამება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბაგრატაშენის საგუშაგო ფუნქციონირებს ნორმალურად, მაგრამ გარკვეული დატვირთვით. სომხური მხარე მუდმივ კონტაქტშია ქართველ პარტნიორებთან და მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, წარმოქმნილი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდება. ამ დროისთვის სომხურ მხარეს ქართული მხრიდან საგუშაგოზე სატვირთო მანქანების დაგროვების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ამასთან, ბაგრატაშენის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების დღიური გამტარუნარიანობა აღემატება 300-ს, შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთის გარეშე საგუშაგოზე რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც ერთი მანქანა ვერ დარჩება“, - აცხადებენ კომიტეტში.

ქართული Español Հայերեն Русский

ერევანში COP17-ის დახურვა კონცერტით აღინიშნა

მოჭიდავე ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა დასკვნები გამოიტანეს - რუბინიანი

ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ღონისძიება სახელწოდებით „ერთად მოქმედებით - ბავშვებისა და ბუნების დასაცავად“

მჰერ გრიგორიანმა და იოჰანეს ლუხნერმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს

დავით თადევოსიანმა და ხალილ შირღოლამიმ სომხეთსა და ირანს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და ტონე კაიზერმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი

ფაშინიანმა და კაიზერმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული კომუნიკაციების საკითხები განიხილეს

ფაშინიანმა განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დაასრულებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავის საქმიანობას