1 წუთი კითხვის
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში გაიმართა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის შეხვედრა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესებში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და განხილვების გაგრძელებაზე.
თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი დაგეგმვის ფორმატის ფარგლებში ღონისძიებების განხორციელების, სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, მათ შორის, სამხედრო განათლების, პირადი შემადგენლობის მომზადების, ორ ქვეყანაში ჩატარებულ ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის, ინფორმაციის გაცვლის, აგრეთვე სპეციალური დანიშნულებისა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების საქმიანობის სფეროებში.