სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა სირო ამირხანიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, ლაშა მოძღვრიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის სააღსრულებო მომსახურების აპარატიდან იუწყებიან, რომ შეხვედრის დასაწყისში სირო ამირხანიანმა ქართველი კოლეგის ვიზიტს მიესალმა, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანაში სააღსრულებო სფეროს კომპეტენტურ ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი უწყვეტი განვითარების აუცილებლობას.

ლაშა მოძღვრიშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს თბილი მიღებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სომეხ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების სარგებლიანობა და პროფესიული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეები ორი ქვეყნის სააღსრულებო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, დარგში მიმდინარე რეფორმებსა და ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხნენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთ-საქართველოს მე-7 სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში ორ ქვეყნის პარტნიორ უწყებას შორის თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერას. დოკუმენტის მიზანია ორმხრივი თანამშრომლობის უფრო სისტემურ, ინსტიტუციურ და კონსტრუქციულ საფუძვლებზე გადაყვანა, რაც უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების, პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ახალ შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთმზადყოფნა, განაგრძონ პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სააღსრულებო სისტემებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებას.

ქართული English Հայերեն Русский

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა

ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმებას შეუძლებლად მიიჩნევს

სომხეთი და საქართველო იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს სახავენ

დაიწყო „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მე-5 შეხვედრა

TRIPP-ის სააქციონერო შეთანხმებას ერთი კვირის განმავლობაში მოაწერენ ხელს

მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის ფარგლებში სომხეთში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩავიდნენ