ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმებას შეუძლებლად მიიჩნევს
1 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამოქალაქო ინიციატივით ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმება შეუძლებლად მიიჩნია.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რუსეთის წაქეზებით ამ კანონზე სომხეთის უარის თქმის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„შეუძლებლად მიმაჩნია ამ კანონის გაუქმება, კანონი მიღებულია სამოქალაქო ინიციატივით, ჩატარდა არჩევნები და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობამ ხმა მისცა ამ კანონს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთთან სომხეთის ურთიერთობებსაც შეეხო.
„ჩვენი აღქმა ისეთია, რომ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ რუსეთი, რუსეთმაც არ უნდა დაგვაზიანოს, სხვა საკითხია, რომ ჩვენ გვაქვს სუვერენული ქვეყნები და ჩვენი სუვერენულობა მნიშვნელოვანია“, - თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ დეკემბერში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით რუსეთის ფედერაციას 3-ჯერ ეწვევა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.