ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

2 წუთი კითხვის

18 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა მიიღო არგენტინის კორდობის პროვინციის მთავრობის სააგენტო „პრო კორდობას“ ხელმძღვანელის მეთაურობით მოქმედი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და მეწარმეები შედიოდნენ.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს სომხეთსა და არგენტინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, კერძოდ, კორდობის პროვინციასთან ბიზნესკავშირების გააქტიურების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა მაღალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სხვა მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობაზე.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის სამიზნე ორიენტირები, ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრის ფარგლებში „ენთერფრაიზ არმენიას“ დირექტორის მოადგილემ, არამ ვარდანიანმა წარადგინა სომხეთის საინვესტიციო გარემო და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა.

ქართული English فارسی Հայերեն Русский

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას

ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია 2029 წელს უფრო რეალისტურია - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი აშშ-ში გასამართ G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს

აზერბაიჯანთან მშვიდობის განმტკიცება, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია - დამტკიცდა სომხეთის მთავრობის საქმიანობის 5-წლიანი ღონისძიებათა პროგრამა

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი - პირდაპირი

იზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს სავიზო ლიბერალიზაცია გვქონდეს - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში მომდევნო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ იქნება

სომხეთის მთავრობის სხდომა - პირდაპირი