1 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მელანია ჰარუთიუნიანმა დაწერა.
პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ტელეკომპანია Euronews-ის მიერ ორგანიზებულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტში 2026“, რომელიც გაიმართება სახელწოდებით „ევროპის მომავალი“.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.