1 წუთი კითხვის
სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების წევრი, 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კარენ ასლანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის 63 კგ წონითი კატეგორიის ფინალში კარენ ასლანიანი აზერბაიჯანის წარმომადგენელ ნიჰატ მამადლის დაუპირისპირდა და 8:4 ანგარიშით გაიმარჯვა.
მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის 67 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე სლავიკ გალსტიანი და 87 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე გევორგ თადევოსიანი იბრძოლებენ.