ყარაბაღთან დაკავშირებული ძალიან მძიმე და რთული გადაწყვეტილებებით სომხეთი ხაფანგიდან გამოვიყვანე - ნიკოლ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული თავისი ძალიან მძიმე და რთული გადაწყვეტილებებით მან სომხეთი არარსებობის ხაფანგიდან გამოიყვანა.

„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული ჩემი ძალიან მძიმე, რთული გადაწყვეტილებებით სომხეთი ხაფანგიდან გამოვიყვანე. სომხეთის ხალხი იზიარებს ამ თვალსაზრისს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ არ ვიდგებოდი. ყარაბაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით სომხეთი არარსებობის ხაფანგიდან გამოვიყვანე და ამით ვამაყობ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ყარაბაღისთვის არაფერი დაგვიზოგავს. ჩვენი მმართველობის პერიოდში ყარაბაღს 1 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება მივეცით; აქ პენსიები დაბალი იყო, იქ - მაღალი და ა.შ. ეს ჯერ კიდევ ის ნაწილია, რაც დოკუმენტებშიც ჩანს, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც არ ვსაუბრობთ. საარჩევნო კამპანიის დროსაც (რედ. იგულისხმება სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია) შევეხე ამ თემას, დიახ, ძალიან ემოციური ფორმით, მაგრამ შინაარსობრივად, ზუსტად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე დასძინა, რომ სომხეთის ხალხს ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა არჩევნების მეშვეობით გამოეთქვა თავისი პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

„ეს თემა ორჯერ გავიდა არჩევნების გზით. სომხეთის ხალხმა ორჯერ გამოხატა თავისი პოზიცია ამ თემაზე. ორჯერ გამოხატა არჩევნებით და 5 წელიც თავისი ყოველდღიური ცხოვრებით. როგორც რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული ადამიანი, ვამბობ, რომ სომხეთის ხალხს ყოველთვის შეუძლია რევოლუციის მოწყობა. როდესაც ვთქვი, რომ ჩვენ ვწყვეტთ ყარაბაღის მოძრაობას, ვთქვი: ხალხო, ეს გადაწყვეტილება მივიღე და განვახორციელებ როგორც თქვენ მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი; თუ თვლით, რომ ეს მცდარი გზაა, შეგიძლიათ მოაწყოთ რევოლუცია და ჩამო მშორდეთ ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქართული English فارسی Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა