ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მისიას განათავსებს - კაია კალასი
1 წუთი კითხვის

ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ სომხეთისთვის ევროკავშირის ახალი მისიის შექმნას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„ჩვენ ასევე შევთანხმდებით სომხეთისთვის ახალ პარტნიორულ მისიაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულაციასა და ჩარევასთან საბრძოლველად, რომელთაც ისინი რეალურად აწყდებიან“, - განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.