სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღო

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი მიიღო.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა მიესალმა მის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა სომხეთისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის თანმიმდევრულ განვითარებას. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ურთიერთქმედების დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსგავსი ორმხრივი ვიზიტები და მაღალი დონის აქტიური კონტაქტები. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ პროგრამებზე, კერძოდ, დანაშაულთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლაში, ასევე შიდა უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლების საქმეში.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სომხურ მხარესთან ნაყოფიერი დისკუსიები გამართა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით. მისი რწმენით, ეს პროგრამები ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივი კავშირების განმტკიცებას არსებული გამოწვევებისადმი უფრო ეფექტიანად დაპირისპირების სასარგებლოდ.

თანამოსაუბრეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა