სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი არ გააჩნია - ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გეოპოლიტიკური კონტექსტი არ აქვს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ 14 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამგეობის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა არჩევნებში გარე ჩარევის მცდელობებს და მიიჩნევს თუ არა ასეთი ჩარევის ნაწილად რუსეთის სხვადასხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს იმის შესახებ, რომ მოსკოვმა არ უნდა სცნოს არჩევნების შედეგები მოქმედი ხელისუფლების ხელახალი არჩევის შემთხვევაში.

„როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილე ძალები, ისე კომენტატორები და სომხეთის ფარგლებს გარეთ არსებული წრეები ამ არჩევნებში გეოპოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ. ამ არჩევნებს გეოპოლიტიკური ქვეტექსტი ან კონტექსტი არ გააჩნია და ვერც ექნება ერთი მარტივი ლოგიკით: სომხეთის რესპუბლიკამ აირჩია დაბალანსების და დაბალანსებული პოლიტიკის კურსი. ჩვენს პოლიტიკაში არ არსებობს არანაირი შეთქმულება თუ ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთსა და სომეხ ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ალტერნატივა. „არსებობს ევროკავშირი, არსებობს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი; ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, რომელი სტრატეგიაა მისთვის ყველაზე პერსპექტიული და ხელსაყრელი“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რომელიც 5 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია 19 პოლიტიკური სუბიექტი - 2 ბლოკი და 17 პარტია.

 

ქართული English Հայերեն Русский Türkçe

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა