რუბინიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი და თურქეთი უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიაში პოზიტიურ როლს შეასრულებენ

2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა იმსჯელა საკითხზე, თუ როგორ შეუძლიათ თურქეთსა და ევროკავშირს პოზიტიური როლის შესრულება სამხრეთ კავკასიაში.

„არმენპრესის“ ცნობით, რუბინიანმა ამ თემას საერთაშორისო ფორუმის „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე შეეხო.

„როგორ შეუძლიათ თურქეთსა და ევროკავშირს პოზიტიური როლის შესრულება სამხრეთ კავკასიაში?

უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულობით. რა თქმა უნდა, არსებობს სარკინიგზო ხაზები, გზები, ინფრასტრუქტურა, რომელიც აკავშირებს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მაგრამ აკლია ერთი სასიცოცხლო დამაკავშირებელი არხი: სომხეთს არ გააჩნია არანაირი გზა თუ რკინიგზა ევროკავშირისკენ, რადგან დღემდე არ გვქონია შესაძლებლობა, გვქონოდა შეუფერხებელი სარკინიგზო მიმოსვლა სომხეთსა და თურქეთს შორის, და შესაბამისად - ევროკავშირთანაც. მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, შეიქმნებოდა უზარმაზარი შესაძლებლობები როგორც სომხეთისთვის, ისე თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და ევროკავშირისთვის“, -განაცხადა რუბინიანმა.

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე შეეხო აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის მიწოდებაზე არსებული შეზღუდვების მოხსნას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთიდან და რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთისთვის ტვირთების მიწოდება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მონაწილეობის გარეშე, რადგან ეს საქონელი გადის აზერბაიჯანზე, შემდეგ კი - საქართველოზე.

„მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს“, - თქვა რუბინიანმა.

მან ასევე გამოთქვა დარწმუნება, რომ როგორც ევროკავშირი, ისე თურქეთი, უახლოეს მომავალში ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებენ სამხრეთ კავკასიაში.

ქართული English Español Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა