სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ტექსტები გაცვალეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ტექსტები გაცვალეს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„სომხეთის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივი დეკლარაციით, ჩვენ ვხსნით ახალ და იმედისმომცემ ფურცელს ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და განმტკიცებულ თანამშრომლობას“, - ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
With today’s Joint Declaration with @Keir_Starmer on a Strategic Partnership between Armenia & the UnitedKingdom, we open a new & promising chapter in 🇦🇲 🇬🇧 relations built on shared values & strengthened cooperation. pic.twitter.com/3hRLzQVyrA
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) May 4, 2026
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სომხეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.