ჩვენ ვიზრუნებთ ორმხრივი დღის წესრიგის სრულად რეალიზებაზე - ელჩი შირღოლამი სომხეთ-ირანის ურთიერთობების შესახებ

2 წუთი კითხვის

სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ხალილ შირღოლამის განცხადებით, უდავო ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ირანის თანამშრომლობა ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან, შენელდა და დაგეგმილი ტემპით არ მიმდინარეობს, თუმცა ეს, მისივე რწმუნებით, დროებითი ხასიათისაა.

„არმენპრესთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ხალილ შირღოლამიმ შეახსენა, რომ სომხურ-ირანული დღის წესრიგი მრავალ საკითხს მოიცავდა. დაგეგმილი იყო ორმხრივი ვიზიტები, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში, თუმცა საომარი ვითარების გათვალისწინებით, თანამშრომლობის პროცესი შენელდა.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველივე ეს ჩვენი ყურადღების მიღმაა. ღვთის ნებით, ომის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს კავშირებს, მით უმეტეს, რომ ამ კუთხით ორივე ქვეყნის ხელისუფლებას დიდი სურვილი და მზადყოფნა აქვს. ჩვენ ვიზრუნებთ ორმხრივი დღის წესრიგის სრულად რეალიზებაზე. ასევე ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სომხეთში უახლოეს მომავალში საყოველთაო არჩევნებია მოსალოდნელი და პოლიტიკური სექტორის ყურადღება მეტწილად ამ პროცესზეა ფოკუსირებული. მე ვაგრძელებ შეხვედრებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრს განვიხილავთ. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა ელჩმა შირღოლამიმ.

ქართული العربية فارسی Հայերեն Русский 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი