პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომაზე რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე მოვლენები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრის აპარატი იტყობინება, რომ სხდომაში, უშიშროების საბჭოს წევრების გარდა, მონაწილეობდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და სხვა ოფიციალური პირები.
სხდომის მსვლელობისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე მოვლენები.