1 წუთი კითხვის
სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან არაფორმალური შეხვედრა გამართა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
4 მარტს გაიმართება სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა.
ასევე დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა.