სომხეთში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური შემოდინებები։ პრემიერ-მინისტრი

2 წუთი კითხვის

მომავალ პერიოდში სომხეთში განხორციელდება არსებითი ფინანსური შემოდინებები, რაც ახალ საინვესტიციო ეკოსისტემას ჩამოაყალიბებს․ როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას აშშ-დან ინვესტიციების მოცულობასთან დაკავშირებით․

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა დიდი ხანია აკრიტიკებენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობის გამო, ახლა კი ის ასეთი ინვესტიციების მოზიდვის პროცესშია.

„ფაქტობრივად, სომხეთში იგეგმება დიდი ფინანსური ნაკადების შემოდინება, და ნებისმიერი ქვეყანა ყოველთვის ისწრაფვის, რომ გარედან შემოსული კაპიტალი ადგილზე გაორმაგდეს, გასამმაგდეს, გაოთხმაგდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა․

მისი განმარტებით, გარკვეულ სექტორებში ერთი ერთეული ინვესტიცია იწვევს დამატებით ორ, სამ ან ოთხ ერთეულ ინვესტიციას, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი საინვესტიციო ეკოსისტემა․

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ რკინიგზის მშენებლობით არ შემოიფარგლება.

„რკინიგზა მხოლოდ ლიანდაგი არ არის։ ეს არის მომსახურების ინფრასტრუქტურა, დამატებითი სერვისები, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მგზავრთა და ტვირთბრუნვის ეფექტიანი მართვა“, - აღნიშნა მან․

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენებისა და საკაბელო სისტემების მშენებლობაზე და ეს პროცესები დაუკავშირა ჰრაზდანში დაგეგმილ ახალი სუპერკომპიუტერული ცენტრის შექმნას, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგიონული და საერთაშორისო მომსახურებების გასაწევად․

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ყველა ეს მიმართულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული ტურისტული ნაკადების ზრდასა და მომსახურების სფეროს გაფართოებასთან․

„აქ ინვესტიცია წარმოშობს ახალ ინვესტიციას. ტექნოლოგიურ სექტორში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი სხვა სფეროებში ქმნის სამ, ოთხ, ზოგჯერ კი ხუთ ახალ სამუშაო ადგილს. სწორედ ამგვარ მულტიპლიკაციურ ეფექტთან გვაქვს საქმე“, - დაასკვნა ფაშინიანმა․

ქართული English فارسی Հայերեն Русский 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი