ინდოეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი სომხეთში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

ინდოეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსის, გენერალ ანილ ჩაუჰანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 1 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა․
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან აცხადებენ․
ვიზიტის დღის წესრიგთან დაკავშირებულ დეტალებს სამინისტრო ამ ეტაპზე ჯერ არ ავრცელებს․