პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადაეცემა „ზაიედის“ ადამიანური ძმობის 2026 წლის პრემია - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების აღსანიშნავად

5 წუთი კითხვის

ცნობილია ადამიანური ძმობის „ზაიედის“ 2026 წლის პრემიის ლაურეატები․

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა.

პრემიის კომიტეტის შეფასებით, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება მაღალ შეფასებას იმსახურებს, როგორც ორი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მშვიდობის, დიალოგის, ურთიერთობების ნორმალიზებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი. აღნიშნულია, რომ შერიგება არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ უწყვეტი და თანმიმდევრული გზა.

ადამიანური ძმობის „ზაიედის“ პრემიის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ აბდელსალამმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის უწყვეტ, თანმიმდევრულ და პრინციპულ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცებისკენ. პრემია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თებერვალში, აბუ-დაბიში გადაეცემა.

2026 წლის ლაურეატები შეირჩა დამოუკიდებელი, გლობალური დონის ჟიურის მიერ, რომელიც შედგება დიალოგისა და თანაცხოვრების სფეროში აღიარებული ავტორიტეტული პირებისა და ექსპერტებისგან. ჟიურის წევრები არიან: ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მისი აღმატებულება შარლ მიშელი; აფრიკის კავშირის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ჩადის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მისი აღმატებულება მუსა ფაქი მაჰამათი; წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დეპარტამენტის პრეფექტი, მისი უწმინდესობა კარდინალი ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსა; იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ რასელი; უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საიდა მირზიოევა; ასევე ადამიანური ძმობის „ზაიედის“ პრემიის გენერალური მდივანი, მისი აღმატებულება მოსამართლე მუჰამედ აბდელსალამი.

„ადამიანური ძმობის“ პრემიამ 2026 წლის გამოცემისთვის მიიღო ნომინაციების რეკორდული რაოდენობა - კანდიდატები წარმოდგენილი იყვნენ 75-ზე მეტი ქვეყნიდან. ნომინაციები წარდგენილი იყო უფლებამოსილი ნომინატორების შეზღუდული წრის მიერ, მათ შორის სახელმწიფოების ლიდერების, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორი ახალგაზრდების მხრიდან.

საერთო ჯამში მიღებულ იქნა 350-ზე მეტი ნომინაცია, რომელთა შორის წამყვანი ხუთი ქვეყანა არიან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, კანადა და ეგვიპტე. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება 2026 წლის 4 თებერვალს აბუ-დაბიში, რაც ემთხვევა გაეროს მიერ აღიარებულ ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღეს. პრემია სახელდება არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, გარდაცვლილი შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის პატივსაცემად და აღიარებს პირებსა და ორგანიზაციებს, მათი წარმომავლობისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად, რომლებიც უანგაროდ და უწყვეტად მუშაობენ ადამიანური ძმობის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველსაყოფა.პრემიის დაარსებიდან, 2019 წლიდან მოყოლებული, უკვე აღიარებულია 16 ლაურეატი 15 ქვეყნიდან. პრემიის შექმნა მოჰყვა აბუ-დაბიში გამართულ ისტორიულ შეხვედრას რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე წინამძღვრის, გარდაცვლილი მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდი იმამის, მისი აღმატებულება აჰმედ ალ-ტაიების შორის, რომლის დროსაც მათ ერთობლივად ხელი მოაწერეს ადამიანური ძმობის დოკუმენტს. წინა ლაურეატებს შორის არიან ალ-აზჰარის დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიები, გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ლატიფა იბნ ზიათენი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მისი უდიდებულესობა მეფე აბდალლა II და დედოფალი რანია ალ-აბდალლა, ჰაიტის ფონდი „ცოდნა და თავისუფლება“, „სანტ’ეჯიდიოს“ საზოგადოება, კენიელი მშვიდობისმყოფელი შამსა აბუბაქარ ფადილი, ინდონეზიური საქველმოქმედო ორგანიზაციები ნაჰდლათულ ულამა და მუჰამადია, მსოფლიოში ცნობილი კარდიოქირურგი პროფესორი სერ მაგდი იაკუბი, ჩილელი საზოგადო მოღვაწე და მონაზონი ნელი ლეონ კორეა, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი მია ამორ მოტლი, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია World Central Kitchen და ახალგაზრდა მეცნიერი ჰემან ბეკელე.

 

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე

ალენ სიმონიანმა დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავებას გაუსვეს ხაზი

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულებულია - მარკო რუბიო

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ TRIPP-ის განვითარების კომპანიის დაარსება დაამტკიცა

ევროკავშირი სომხეთს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა TRIPP-ის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი განიხილეს

სომხეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს