სომხეთ–ამერიკის ურთიერთობებმა 2025 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დიდი წინსვლა დააფიქსირა։ აშშ-ის ელჩის მილოცვა

1 წუთი კითხვის

სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა 2025 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დიდი წინსვლა დააფიქსირა․ „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საახალწლო მიმართვაში სომხეთში აშშ-ის ელჩმა ქრისტინა ქუინმა განაცხადა.

„ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. პრეზიდენტ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული ისტორიული შეხვედრის დროს განისაზღვრა ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქნება ჩვენი გზის განმსაზღვრელი“, - ნათქვამია მიმართვაში.

ქრისტინა ქუინმა აღნიშნა, რომ სომხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივად მუშაობენ რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე.

„ჩვენ ასევე ვიწყებთ ახალ სომხურ-ამერიკულ ინიციატივებს ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, საკომუნიკაციო გზებისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობასა და სტაბილურობას“, - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომლის სახელით მადლობა გადაუხადა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის.

„გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ყოველივე საუკეთესოს. დაე, მომავალი წელი იყოს მშვიდობისა და სიხარულის წელი. გილოცავთ შობა-ახალ წელს“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский 中文

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს