აზერბაიჯანი 2026 წელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ელოდება
1 წუთი კითხვის

აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა 2026 წელს შედგება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელჩინ ამირბეიოვმა.
„ეს ისტორიული წელია - 30 წლიანი კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდა და ჩვენ ახლოს ვართ მშვიდობის ჩამოყალიბებასთან. აგვისტოში ვაშინგტონში გამართულმა სამიტმა საშუალება მოგვცა დავადასტუროთ ორივე მხარის განზრახვა – მივყევით სამშვიდობო შეთანხმებას და გამოვხატეთ საერთო სურვილი ახალი რეგიონული განვითარების თავის ფურცლის გადაშლისთვის. ჩვენ დავასრულეთ სამშვიდობო შეთანხმების ჩამოყალიბება. მომდევნო წელიც მნიშვნელოვანი იქნება – გვინდა ეს შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდეს სომხეთთან“, – ციტირებს მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ფაზაში იმყოფებიან.