სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბიზნესკავშირების ხელშეწყობაზე მიმართული თანმიმდევრული მუშაობის მნიშვნელობა აღნიშნეს
1 წუთი კითხვის

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ნოემბერში თბილისში გამართული შეხვედრების გაგრძელებად, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.
ერთობლივი ინტერესის სხვა სფეროებთან ერთად, ხაზი გაესვა ბიზნესკავშირების ხელშეწყობაზე მიმართული თანმიმდევრული სამუშაოების მნიშვნელობას, რაც მიზნად ისახავს ტრანსპორტისა და ეკონომიკის სფეროებში აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფას.
არარატ მირზოიანმა და მაკა ბოჭორიშვილმა აზრები გაცვალეს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივების ირგვლივ, მათ შორის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში.