ევროკავშირი და თურქეთი ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად მუშაობას გააძლიერებენ
2 წუთი კითხვის

ევროკავშირი და თურქეთი გააქტიურებენ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მართა კოსმა განაცხადა.
„თურქეთი არის საკვანძო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში სტაბილურობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან ერთად გავაგრძელებთ ჩვენს პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებისთვის. გააქტიურდება მუშაობა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას“, – დაწერა მან X-ზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანთან შეხვედრის შემდეგ.
Türkiye is a key partner for stability in the South Caucasus, Mediterranean & Black Sea regions.
— Marta Kos (@MartaKosEU) December 2, 2025
With Foreign Minister @HakanFidan, we continue our positive agenda for EU-Türkiye relations.
We will intensify work to support the Peace Agreement between Armenia and Azerbaijan. pic.twitter.com/HaaVtLbQ0i
მანამდე, ბრიუსელში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კითხვის პასუხად – სჯერა თუ არა, რომ მშვიდობა დამყარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად ბაქოს რიტორიკისა – კოსმა აღნიშნა, რომ სჯერა, რომ საბოლოო მშვიდობა ამ ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია.