ახალი ეტაპი სომხეთისა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში։ ბრიუსელში პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი გაფორმდება

2 წუთი კითხვის

სომხეთისა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი გაფორმდება ბრიუსელში, 2 დეკემბერს გასამართი პარტნიორობის საბჭოს სხდომის შედეგებით.

როგორც „არმენპრესის“ ინფორმაციით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა, პარტნიორობის ახალი დღის წესრიგს ხელი მოეწერება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს შორის.

„გაიმართება ვროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომა, სადაც ვიღებთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობის დღის წესრიგს, რომელიც იქნება მოქმედების გეგმა, გზის რუკა იმისა, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ“, - განაცხადა კოსმა․

ევროკავშირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დოკუმენტი მოიცავს მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლო ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს