სომხეთისა და ყაზახეთის ბიზნესწრეები განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს
2 წუთი კითხვის

სომხეთის ეკონომიკური დელეგაცია გაემგზავრება ყაზახეთში, რათა განიხილოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ–ყაზახეთის ურთიერთობები განვითარდა და მივიდა სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე. ამ პარტნიორობას ჰქონდა ძალიან კონკრეტული გამოხატულებები, რომელთა ნაწილი გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო. ის ფაქტი, რომ ახლა უკვე რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობა გვაქვს ყაზახეთთან, მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს პოტენციალს. უახლოეს პერიოდში შევთანხმდით, რომ ბიზნესდელეგაცია გაემგზავრება ყაზახეთში, რათა გამოიკვლიოს, რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის გაღრმავება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყაზახეთთან პოლიტიკური დიალოგი ყოველთვის იყო და რჩება მაღალი დონის. ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რომ მას ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა.
„ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივია და ღრმა მადლიერებით ვიღებ მას“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დააჯილდოვა ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, „ოქროს არწივის“ ორდენით.