ნიკოლ ფაშინიანმა დეტალები გაამჟღავნა რევოლუციის დღეებში იზოლატორში კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შესახებ

4 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარყო სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადება იმის შესახებ, თითქოს რევოლუციის დღეებში მას შესთავაზეს ვიცე-პრემიერის თანამდებობა საპროტესტო აქციების შეჩერების სანაცვლოდ․

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ფაშინიანმა აღნიშნა ჟურნალისტებთან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ფაშინიანმა დეტალებით გაიხსენა რევოლუციის დღეებში, როდესაც იგი დაკავებული იყო იზოლატორში, იმჟამინდელ ვიცე-პრემიერ კარენ კარაპეტიანთან გამართული საუბარი.

მისი თქმით, კარენ კარაპეტიანმა იზოლატორში მასთან საუბრისას უთხრა, რომ გაათავისუფლებდნენ, თუმცა სანაცვლოდ რევოლუციური პროცესი უნდა შეწყვეტილიყო. „ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მინიშნება ან საუბარი საერთოდ არ ყოფილა არც ჩემთან, არც სხვასთან. არ ვიცი, განიხილავდნენ თუ არა ასეთ ვარიანტს, მაგრამ მე არ დავუშვებდი, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მოიხსენია საუბარი, რომელიც სერჟ სარგსიანის გადადგომასთან იყო დაკავშირებული.

„საუბარი იყო შემდეგზე. კარენ კარაპეტიანი მინიშნებით ამბობდა, რომ ისინი გვათავისუფლებდნენ და რევოლუცია უნდა გამქრალიყო დღის წესრიგიდან. მან მზადყოფნა გამოთქვა, როგორც ყველასთვის მისაღები კანდიდატი, ხელისუფლება თავად ეღიარებინა. მე ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და სერჟ სარგსიანი უნდა გადამდგარიყო. კარენ კარაპეტიანი წავიდა, დაბრუნდა და მითხრა, რომ სერჟ სარგსიანი მზად იყო გადამდგარიყო ფრანკოფონიის სამიტის შემდეგ. ვუპასუხე არა. შემდეგ ისევ წავიდა, დაბრუნდა და თქვა, რომ სერჟ სარგსიანი მზად იყო გადამდგარიყო ივნისში, რაზეც ვუპასუხე ეს ვარიანტიც მიუღებელია, სერჟ სარგსიანი უნდა გადადგეს დღეს, ხვალ ან ზეგ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ იმ დღეებში შეხვდა სომხეთში აკრედიტებულ ელჩებსაც.

„მათ სთხოვეს შეხვედრა, შეხვედრისას მითხრეს შეგვიძლია დაგეხმაროთო? ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია, სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უცხოელი ელჩების შუამდგომლობა არ მჭირდება. ამიტომ ნებისმიერი ვერსია იმის შესახებ, თითქოს რაღაც შეთავაზება ელჩის მეშვეობით გაკეთდა, თავიდანვე ტყუილია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის ყოფილ ელჩს პიოტრ სვიტალსკის განუცხადა, რომ რევოლუციის დღეებში მას შეთავაზეს ვიცე-პრემიერის თანამდებობა საპროტესტო აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ.

სერჟ სარგსიანი, რომელიც 2018 წლის 17 აპრილს პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ექვსი დღის შემდეგ 23 აპრილს გადადგა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიკოლ ფაშინიანი. ამის შემდეგ პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია ფაშინიანი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში გამართულ ვადამდელ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დღემდე მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულება“.

 
 

 

 

ქართული English Հայերեն 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი