სომხეთს ეწვევა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე
1 წუთი კითხვის

სამუშაო ვიზიტით, 14 ოქტომბერს სომხეთს ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება არარატ მირზოიანისა და ელინა ვალტონენის შეხვედრა, რომლის შემდეგაც ჩატარდება ერთობლივი პრესკონფერენცია.