მომავალ არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მშვიდობასა და არამშვიდობას შორის։ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთი ყოველდღიურ მუშაობას აწარმოებს, აწარმოებდა და გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანთან მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიმართულებით.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სომხეთის მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი მშვიდობასა და მშვიდობის არარსებობას შორის. „არ მინდა ვთქვა მშვიდობასა და ომს შორის, უფრო რბილად ვიტყვი, მშვიდობასა და მშვიდობის არარსებობას შორის. სწორედ ამიტომაც დავაფიქსირე ჩემს ორშაბათის მიმართვაში, რომ ეს დამკვიდრებული მშვიდობა ყოველდღიური ზრუნვის საჭიროებას მოითხოვს და ეს საქმეა, რომელიც ყველას ერთად უნდა გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, მათ შორის პოლიტიკური ორიენტაციის არჩევისას“, – აღნიშნა ფაშინიანმა, უპასუხა რა ოპოზიციის განცხადებებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უარს იტყვიან ვაშინგტონის შეთანხმებებზე.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მიმართვაში მოსახლეობას აცნობა, რომ ხელშეკრულების წინასწარი ხელმოწერა ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამკვიდრდა.

ქართული العربية English Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა