პესკოვი არ გამორიცხავს პუტინ-ტრამპის შეხვედრას ჩინეთში
1 წუთი კითხვის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის შესაძლებლობა ჩინეთში, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეწვევა ამ ქვეყანას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბარში პესკოვმა აღნიშნა, რომ თავად პუტინმა განაცხადა, რომ გეგმავს ჩინეთში ვიზიტს. „თუ გამოვა ისე, რომ საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტიც მიიღებს გადაწყვეტილებას ეწვიოს ჩინეთს იმავე პერიოდში, მაშინ, რა თქმა უნდა, თეორიულად შეუძლებელი არ არის ასეთი შეხვედრა, თუკი ორი ქვეყნის ლიდერები ერთსა და იმავე ქალაქში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნა პესკოვმა „ტასს“-ის ინფორმაციით.
პრესმდივნის თქმით, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სპეციალური მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს.