1 წუთი კითხვის
ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში თურქეთის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში შეხვდა თურქეთში მცხოვრები სომხური თემის წარმომადგენლებს.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის ვიდეო თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია თურქეთში 20 ივნისს ჩავიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს შეხვედრას გამართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში არიან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი, სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი.