დიასპორა

პრემიერ-მინისტრის დავალებით ზარეჰ სინანიანი სირიაში გაემგზავრება

3 წუთი კითხვის

პრემიერ-მინისტრის დავალებით ზარეჰ სინანიანი სირიაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრები სომხური სათვისტომო კვლავ საფრთხის წინაშე რჩება უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გამო.

„არმენპრესის“ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისარი ზარეჰ სინანიანი აღნიშნა, რომ მათი ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით სირია და ლიბანი არიან.

„სირიაში ამ ეტაპზე სამხედრო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს, თუმცა მოსახლეობას მრავალი გადაუჭრელი პრობლემა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქ ვითარება კვლავ არასტაბილურია. პრემიერ-მინისტრის დავალებით, აპრილის დასაწყისში სირიაში უნდა გავემგზავრო. უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჰალეპზე თავდასხმები დაიწყო, იმ დღეებში კრიზისი შეიქმნა. ჩვენს თანამემამულეებს დიდი რაოდენობით განცხადებები ჰქონდათ წარდგენილი, ისინი ითხოვდნენ სირიიდან ევაკუაციას. ბუნებრივია, ლოგისტიკური თვალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. დაახლოებით ერთ კვირაში დამასკოც დაეცა. პირველ დღეებში 40-მა სომეხმა შეძლო ლიბანში გადასვლა და შემდგომში – სომხეთში გადმოსვლა. ამის შემდეგ თითქმის მთელი ნაკადი შეჩერდა, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სტაბილურ ნაკადს სირიელი სომხების სომხეთში ჩამოსვლის. გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან 200-ზე მეტი სირიელი სომეხი ჩამოვიდა სომხეთში“, – განაცხადა ზარეჰ სინანიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარმა კომისარმა აღნიშნა, რომ კვლავ საფრთხის შემცველად მიაჩნიათ ლიბანი, სადაც ცხოვრების პირობების არსებითი გაუმჯობესება არ მომხდარა. არსებობს ჩვენი თანამემამულეების ქვეყნიდან გასვლის ალბათობა. ზარეჰ სინანიანის თქმით, მათი სურვილია, რომ ეს მიგრაცია სომხეთისკენ იყოს მიმართული. ადგილზე ინტეგრაციის ცენტრი აქტიურად მუშაობს ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად.

ზარეჰ სინანიანმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბანელი სომხების ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„ჩვენი ცენტრი ყველა რესურსს იყენებს ამ ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად. გვყავს მრავალი პარტნიორი, რომელთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, პრობლემები დროულად გადავჭრათ. ჩვენ არ გვყავს თავისუფალი ფონდი, თუმცა ვისურვებდით, რომ გვქონოდა, რათა სწრაფად გაგვეწია დახმარება ჩვენი თანამემამულეებისთვის. მიუხედავად ამისა, დღესაც ვცდილობთ, გარკვეულწილად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. მაგალითად, ბეირუთში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი გვწერს და გვთხოვს, რომ ევაკუაციაში დავეხმაროთ. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვყიდულობთ ბილეთებს, საჭიროების შემთხვევაში ვფარავთ საცხოვრებლის ხარჯებს. ამას ვაკეთებთ იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ამ საქმესთან არიან დაკავშირებული. თუ ჩვენ არ შევქმნით პირობებს, რათა ჩვენი თანამემამულეები ღირსეულად დასახლდნენ სომხეთში, ისინი ალტერნატიულ ქვეყნებს მოძებნიან“, – დაამატა ზარეჰ სინანიანმა.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT